გიორგი გახარიას პარტიის - „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი კონფერენცია ხვალ გაიმართება
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის დამფუძნებელი კონფერენცია „ექსპო ჯორჯიას“ მეთერთმეტე პავილიონში ხვალ გაიმართება.
ახალ პარტიას „საქართველოსთვის“ ერქმევა.
პარტიის პრეზენტაცია 17:00 საათისთვის არის დაგეგმილი.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.