გიორგი გახარიას პარტიის – „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი კონფერენცია ხვალ გაიმართება

14:49, 28.05.2021

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის დამფუძნებელი კონფერენცია „ექსპო ჯორჯიას“ მეთერთმეტე პავილიონში ხვალ გაიმართება.

ახალ პარტიას  „საქართველოსთვის“ ერქმევა.

პარტიის პრეზენტაცია 17:00 საათისთვის არის დაგეგმილი.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა.

მსგავსი