გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-11 სხდომა მიმდინარეობს
გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-11 სხდომა მიმდინარეობს

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს ინვესტორთა საბჭოს რიგით მე-11 სხდომა იმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინვესტორთა საბჭოს სხდომაზე მთავარი განსახილველი თემები საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდა, კერძო სექტორის კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობის პერსპექტივები, გადახდისუუნარობის ახალი კანონპროექტი, ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება და ბიზნესსექტორისთვის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები იქნება.

რიგით მე-11 სხდომაში მონაწილეობენ: საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი, ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი მაიკლ ქაუგილი, გერმანიის ბიზნეს-ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე საშა ტერნესი, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი, ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე და სხვა ადგილობრივი და უცხოური ბიზნეს-ორგანიზაციების წარმომადგენლები.