გიორგი გახარიას დღეს პარლამენტში მოუსმენენ
გიორგი გახარიას დღეს პარლამენტში მოუსმენენ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას დღეს პარლამენტში მოუსმენენ. გიორგი გახარია პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებს საკუთარი საქმიანობის შედეგებს გააცნობს, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლის დაყენებას დეპუტატები გეგმავენ, ხორავას ქუჩის ტრაგედიაა. როგორც მმართველი გუნდში აცხადებენ, შინაგან საქმეთა მინისტრს ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით დაუსვამენ კითხვებს.

ამასთან, როგორც პირველ არხს ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ განუცხადა, ის დღეს პარლამენტში მისვლას გეგმავს.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს გიორგი გახარიასთან კითხვები ექნებათ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის გარდაცვალებაზე. უმცირესობას შს მინისტრთან კითხვები არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებითაც აქვთ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ყველა დეპუტატს მისცემოდა გიორგი გახარიასთან კითხვების დასმისა და პასუხების მიღების საშუალება, ამისთვის, კობახიძის თქმით, ერთადერთი ფორმატი პარლამენტის პლენარული სხდომაა.