გიორგი გახარიამ უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა
უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა.
მან დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს მიუსამძიმრა, ხოლო დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.
„ღრმად ვარ დამწუხრებული უკრაინის სამხედრო თვითმფინრავის კატასტროფით, რომელსაც ბორტზე მყოფი ადამიანების, მათ შორის საავიაციო სკოლის სტუდენტების სიცოცხლე ემსხვერპლა. გულითადად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – წერს გახარია.
უკრაინაში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფას 25 ადამიანი ემსხვერპლა.
Deeply saddened by the tragic news of the Ukrainian military plane crash that claimed the lives of those on board, including aviation school students. My heartfelt condolences to the families and friends of the victims and wishing quick recovery to those injured.
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) September 26, 2020