გიორგი გახარიამ საქართველოს მოქალაქეებს სვეტიცხოვლობა მიულოცა
გიორგი გახარიამ საქართველოს მოქალაქეებს სვეტიცხოვლობა მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს მოქალაქეებს სვეტიცხოვლობა მცხეთიდან მიულოცა.

როგორც პრემიერმა სვეტიცხოველში განაცხადა, სვეტიცხოვლობის დღესასწაული საქართველოს მოქალაქეებს აერთიანებს და ამ ერთობით კორონავირუსის დამარცხებაც შესაძლებელია.

„საქართველოს თოთოეულ მოქალაქეს ვულოცავ სვეტიცხოვლობას. სვეტიცხოვლობა აღარ არის მხოლოდ რელიგიური დღესასწაული, ის არის სახელმწიფოებრივი დღესასწაული, რომელიც გვაერთიანებს. ამ ერთიანობას, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს დღეს, როდესაც განსაცდელის ჟამში ვართ. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეები, ექიმები, ქართული ეკლესია, მთავრობა ერთად გავიმარჯვებთ და ამ ერთიანობით შეგვიძლია, დავამარცხოთ ყველაზე მძიმე მტერიც, როგორიც არის ვირუსი. ამ ერთიანობით ჩვენ უნდა ვიყუროთ ხვალინდელი დღისკენ“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.

დატოვე კომენტარი