გიორგი გახარიამ ხორვატიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხორვატიაში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
„ღრმად დამწუხრებული ვარ ხორვატიაში მომხდარი მორიგი ძლიერი მიწისძვრის გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მსხვერპლთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. საქართველო ამ რთულ დროს მეგობარი ხორვატიის ხალხის გვერდით დგას“, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით.
Deeply saddened by the news of another powerful earthquake in Croatia. My heartfelt condolences to the families of the victims & wishing a quick recovery to those injured. 🇬🇪 stands together with the friendly people of 🇭🇷 during these difficult times.
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) December 29, 2020
ხორვატიაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა.