გიორგი გახარიამ ირაკლი აბესაძეს მიმართა - გადასახადებით, მსოფლიო ბანკის რეიტინგით, საქართველო არის მე-3 ადგილზე და რამე წაიკითხეთ, ისწავლეთ
გიორგი გახარიამ ირაკლი აბესაძეს მიმართა - გადასახადებით, მსოფლიო ბანკის რეიტინგით, საქართველო არის მე-3 ადგილზე და რამე წაიკითხეთ, ისწავლეთ

ეკონომიკა არის ზუსტი მეცნიერება და საგადასახადო ტვირთი ითვლება პირდაპირი გადასახდელების მიხედვით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატ ირაკლი აბესაძის მიერ ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ საშემოსავლო გადასახადი და დღგ პირდაპირი გადასახადები არ არის და საგადასახადო ტვირთში არ ითვლება.

„თქვენ, შეგიძლიათ, ამას რაღაც მიამატოთ, რაღაც გამოაკლოთ, ბატონი აბესაძე ითვლის ხოლმე ამას ოდიოზურად. საშემოსავლო გადასახადი და დღგ პირდაპირი გადასახადები არ არის და საგადასახადო ტვირთში ის არ ითვლება. პირდაპირი გადასახადებით, ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის – მსოფლიო ბანკის რეიტინგით, საქართველო არის მე-3 ადგილზე და წადით, რაღაც სხვა რამე წაიკითხეთ, ისწავლეთ“, – მიმართა პრემიერმა ოპოზიციას.