გიორგი გახარიამ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
გიორგი გახარიამ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება, – ახალი ტერმინალის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდრომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანაში კიდევ ერთი საერთაშორისო აეროპორტის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკისთვის და პოსტპანდემიურ პერიოდში, ტურიზმის მოზიდვის თვალსაზრისით, ქვეყნის მაღალი კონკურენტუნარიანობისთვის.

მათივე ცნობით, სამუშაოები 2021 წლის თებერვალში დასრულდება და გაფართოების შემდგომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრს მოემსახურება.

პროექტში „ტავ ჯორჯია“ 14 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას ახორციელებს.