გიორგი გახარია ზუგდიდში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
გიორგი გახარია ზუგდიდში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა

გიორგი გახარია ზუგდიდის ადმინისტრაციულ შენობაში იმყოფებოდა. შეხვედრა სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

შენობიდან გამოსვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. გიორგი გახარიას არ დაუკონკრეტებია, რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე.

პრემიერი ზუგდიდიდან ფოთში გაემგზავრა.

„აქ შეხვედრა მქონდა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელთან. შესაბამისად, ფოთში შევხვდებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.