გიორგი გახარია - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სწრაფად დადგინდეს თბილისში ორი ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი
გიორგი გახარია - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სწრაფად დადგინდეს თბილისში ორი ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი

მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ რა ვითარებაში და რის გამო დაიღუპა თბილისში ორი ახალგაზრდა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიების პროცესში ყველა ვერსია განიხილება.

„სამწუხაროდ, ჩვენ გარდაცვალების ორი ფაქტი უნდა დავადასტუროთ. გამოძიების საქმეა ზუსტად დადგინდეს, რა ვითარებაში, რის გამო მოხდა და დადგა ეს ფაქტი. გამოძიება მომდინარეობს, მიმდინარეობს ისეთ ფორმატში, რომ ყველა ვერსიას განიხილავს და შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ გამოძიების შედეგი, რაც შეიძლება სწრაფად დადგეს“, – განაცხადა გახარიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში ორი ახალგაზრდის დაღუპვა ნივთიერება „მეფედრონს“ უკავშირდება.