გიორგი გახარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კორონავირუსს ეკონომიკურ ზრდაზე მინიმალური ზეგავლენა ჰქონდეს
გიორგი გახარია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კორონავირუსს ეკონომიკურ ზრდაზე მინიმალური ზეგავლენა ჰქონდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს კორონავირუსისგან გამოწვეული შედეგის ეკონომიკაზე ზემოქმედების საკითხს განიხილავენ.

როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებისას განაცხადა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები საკმაოდ სერიოზულად აფასებენ ვირუსის შედეგის ზემოქმედებას ეკონომიკურ ზრდაზე და გლობალური ეკონომიკური ზრდის შემცირების უკვე სერიოზული პროგნოზები არსებობს.

გახარიას თქმით, კორონავირუსს მცირედი ზეგავლენა ჰქონდა ქართულ ეკონომიკაზეც.

„მოგეხსენებათ, კორონავარისუსის წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი უწყებათაშორისი საბჭო აგრძელებს აქტიურ მუშაობას. დღეს ჩვენ განვიხილავთ პირველ რიგში ეკონომიკიზე ზემოქმედების შემსუბუქებას. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები უკვე საკმაოდ სერიოზულად აფასებენ ამ ვირუსის შედეგის ზემოქმედებას ეკონომიკურ ზრდაზე და გლობალური ეკონომიკის შემცირების უკვე სერიზოული პროგნოზები არსებობს. რა თქმა უნდა, გარკვეული ზეგავლენა, მცირედი ზეგავლენა ჯერჯერობით, დღევანდელი დღისთვის უკვე ჰქონდა ქართულ ეკონომიკაზე, პირველ რიგში იმ დარგებზე, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული ტურიზმთან. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პრობლემა მთავრობის მოსაგვარებელია“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განმარტებით, მთავრობა მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა იმ ინსტრუმენტს, რომელიც მთავრობის ხელშია, როგორც მონეტარული, ასევე ფისკალური თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ეკონომიკამ ბოლო წლების განამვლობაში გლობალური გამოწვევების წინაშე სერიოზული მაკროეკონომიკური მდგრადობა შეიძინა. მიუხედავად ამისა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ მიმართულებით საკმაოდ ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ეკონომიკურ ზრდაზე ამ ვირუსის ზემოქმედებას მინიმალური ზეგავლენა ჰქონდეს. ამისთვის შესაბამისი დავალებები უკვე გაიცა. ეკონომიკის სამინისტრო უახლოესი დღეების განმავლობაში შეხვდება დარგს, პირველ რიგში ტურისტულ დარგს და იმ დარგებს, რომლის გადაცემის ეფექტი ტურიზმიდან არის საკმაოდ სერიოზული. ჩვენ ერთობლივად, ფინანსთა სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ზეგავლენა  მინიმიზირებული იყოს“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.