გიორგი გახარია - ყველა კომპანია, რომელიც სამუშაო ადგილს შეინარჩუნებს, 6 თვის განმავლობაში, 750 ლარამდე ხელფასის ანგარიშით, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში სრულ სუბსიდირებას მიიღებს
გიორგი გახარია - ყველა კომპანია, რომელიც სამუშაო ადგილს შეინარჩუნებს, 6 თვის განმავლობაში, 750 ლარამდე ხელფასის ანგარიშით, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში სრულ სუბსიდირებას მიიღებს

ყველა ის კომპანია, რომელიც თითოეულ სამუშაო ადგილს შეინარჩუნებს, 6 თვის განმავლობაში, 750 ლარამდე ხელფასის თვალსაზრისით,  საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში სრულ სუბსიდირებას მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, იგივე სახის სუბსიდირებას მიიღებს ყველა სამუშაო ადგილი, რომელიც შენარჩუნებულია.

„ყველა ის სამუშაო ადგილი და ყველა ის ადამიანი, რომელიც შეინარჩუნებს სამუშაო ადგილს, ყველა ის კომპანია, რომელიც შეინარჩუნებს თითოეულ სამუშაო ადგილს, 6 თვის განმავლობაში, 750 ლარამდე ხელფასის თვალსაზრისით, მიიღებს სრულ სუბსიდირებას საშემოსავლო გადასახადის გადახდის ნაწილში.

გარდა ამისა, იგივე სახის სუბსიდირებას 750 ლარის ანგარიშით მიიღებს ყველა სამუშაო ადგილი, რომელიც არის შენარჩუნებული და რომელიც არის 150 ლარამდე.

ფაქტობრივად, ჩვენ ამით ვეხმარებით, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე მეწარმეს, რომ შეინარჩუნოს ადგილები, ხოლო ჩვენმა მოქალაქემ ხელფასი და შემოსავალი. ამ ღონისძიების ბიუჯეტი არის 250 მილიონი ლარი“, – განაცხადა გახარიამ.

დატოვე კომენტარი