გიორგი გახარია - ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ეს პრობლემა უნდა გადავწყვიტოთ მშვიდობით, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობით
გიორგი გახარია - ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ეს პრობლემა უნდა გადავწყვიტოთ მშვიდობით, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობით

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს, ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ის პრობლემაა, რომელიც რადაც არ უნდა დაგვიჯდეს უნდა გადავწყვიტოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგარეჯოში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნებამ“ გურჯაანი-საგარეჯო-სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.

მისივე თქმით, აუცილებელია, ქვეყანა მშვიდობიანი გზებით გამთლიანდეს.

„მოგესალმებით კუთხიდან, სადაც ბრძოლის ფასიც იციან, სითამამეც და სტუმარ-მასპინძლობაც. დღეს აუცილებლად უნდა დავიწყოთ იმით, რომ 28 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოხუმში შეირაღებული კონფლიქტი დაიწყო. საერთოდ, ბოლო ათწლეულების განმავლობაში აგვისტო მძიმე თვედ დაგვებედა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს, ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ის პრობლემაა, რომელიც რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, უნდა გადავწყვიტოთ მშვიდობით, შრომით და იმით, რომ ავაშენებთ წარმატებულ, ევროპულ სახელმწიფოს. ჩვენი ლტოლვილები, რომლებიც თავის სამშობლოში ცხოვრობენ დევნილად, აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ სახლებში და ერთიან გამთლიანებულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ჩვენი მიზანმიმართულობით, ეფექტიანობით და შრომით. რაც ყველაზე მთავარია, მშვიდობიანად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.