„ხორავას ქუჩაზე დანაშაულში მონაწილეები უმკაცრესად, ობიექტურად და სამართლიანად დაისჯებიან“
„ხორავას ქუჩაზე დანაშაულში მონაწილეები უმკაცრესად, ობიექტურად და სამართლიანად დაისჯებიან“

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ მოხდარის დეტალებს უმოკლეს ვადაში გამოიძიებენ.

მისივე თქმით, დანაშაულში მონაწილე ყველა პირი უმკაცრესად და სამართლიანად დაისჯება.

„შსს-ს სახელით, მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, დეტალები იქნება უმოკლეს ვადაში გამოძიებული. გამოძიების პროცესი დასრულდება. ყველა ადამიანი, ვინც პირადად იღებდა ამ დანაშაულში მონაწილეობას ან რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა ამ დანაშაულთან, უმკაცრესად, ობიექტურად და რაც მთავარია, სამართლიანად იქნება დასჯილი“, – აღნიშნა გახარიამ.

შსს-ს ცნობით, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს 2001 წელს დაბადებული დ.ს., რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და 2001 წელს დაბადებული ლ.დ., რომელიც მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს.