გიორგი გახარია - ვერავინ მოგვცემს იმ საზოგადოების უსაფრთხოების გარანტიას, სადაც პოლიციელი არ არის დაცული
გიორგი გახარია - ვერავინ მოგვცემს იმ საზოგადოების უსაფრთხოების გარანტიას, სადაც პოლიციელი არ არის დაცული

ვერავინ მოგვცემს იმ საზოგადოების უსაფრთხოების გარანტიას, სადაც პოლიციელი არ არის დაცული, – ეს კომენტარი შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ, კლუბ „ბასიანში“ მომხდარი ინციდენტის შეფასებისას გააკეთა.

მინისტრის განცხადებით, არ შეაფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ინსტიტუტები მუშაობენ და ყველა ინსტიტუტი ასრულებს თავის ფუნქციას.

„ხაზგასმით აღვნიშნავდი, რომ იქ, სადაც საქმე ეხება პოლიციელის უსაფრთხოებასა და მის ღირსებას, ერთმნიშვნელოვნად, ჩვენ ყველა – შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა და მიმაჩნია, რომ თითოეული მოქალაქე, უნდა იყოს უკომპრომისო, რადგან ვერავინ მოგვცემს იმ საზოგადოების უსაფრთხოების გარანტიას, სადაც პოლიციელი არ არის დაცული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.