გიორგი გახარია - მე ვარ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე
გიორგი გახარია - მე ვარ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქეა. მისი თქმით, დღეს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეა.

ეს განცხადება გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, რამდენად სწორია ინფორმაცია, რომ 2000 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გახარიას რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა.

“დღეს მე მხოლოდ საქართველოს მოქალაქე  ვარ. ძალიან აქტუალური ხდება ეს საკითხი. ამაზე პასუხი გაცემული მაქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ გავცემ – დღეს მე ვარ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქე. ის, რომ დღეს  მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვარ, იყო აბსოლუტურად გააზრებული გადაწყვეტილება. წერტილი!”- განუცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს.

ინფორმაცია გიორგი გახარიას რუსეთის მოქალაქეობის შესახებ “ლიბერალმა” გაავრცელა.