გიორგი გახარია - ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში ​ვდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია მსგავს სიტუაციაში
გიორგი გახარია - ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში ​ვდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია მსგავს სიტუაციაში

ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში ​ვდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია მსგავს სიტუაციაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„გაცნობებთ, რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები, მთავრობა, შესაბამისი ორგანოები აქტიურად მოქმედებენ 24-საათიან რეჟიმში. ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს, რომლებიც გვაქვს და რა თქმა უნდა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან სრულ სინქრონში ​ვდგამთ ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია მსგავს მძიმე სიტუაციაში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ინფორმაციის გავრცელების შესაბამისი სტანდარტი და უპირველესად, ეს სტანდარტი უნდა გავითვალისწინოთ ბატონი ვაჟას და მისი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი