გიორგი გახარია ურსულა ფონ დერ ლიენს ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს
გიორგი გახარია ურსულა ფონ დერ ლიენს ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ურსულა ფონ დერ ლიენს ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს.

„ვულოცავ ურსულა ფონ დერ ლიენს სრულ მხარდაჭერას ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე. დარწმუნებული ვარ, თქვენი მმართველობის პერიოდში ევროკავშირი იქნება უფრო ძლიერი და უფრო მეტად ერთიანი. ველოდები თქვენთან და თქვენს გუნდთან უფრო ახლო თანამშრომლობას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წარმატებისთვის“, – წერს გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

ევროპარლამენტმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, რომელიც მუშაობას პირველ დეკემბერს დაიწყებს. ახალ შემადგენლობას სათავეში ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩაუდგება.