გიორგი გახარია თურქეთში ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტის ინაუგურაციას დაესწრება

07:14, 30.11.2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის (TANAP) პროექტის ინაუგურაციის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარია თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიიწვია.

ცერემონია თურქეთის ედირნეს პროვინციაში დღეს გაიმართება.

მსგავსი