გიორგი გახარია - ტურიზმის სექტორის კონტრიბუცია ეკონომიკურ განვითარებაში ყოველწლიურად იზრდება
გიორგი გახარია - ტურიზმის სექტორის კონტრიბუცია ეკონომიკურ განვითარებაში ყოველწლიურად იზრდება

ტურიზმის სექტორის კონტრიბუცია ეკონომიკურ განვითარებაში ბოლო წლების განმავლობაში ყოველწლიურად იზრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან დღევანდელ შეხვედრას მსხვილი ქსელური ოპერატორები ესწრებოდნენ.

„ჩვენ დავიწყეთ სექტორალური შეხვედრები გასაგებია რატომ ტურიზმის სექტორი, ტურიზმის სექტორი იმიტომ, რომ მისი კონტრიბუცია ეკონომიკურ განვითარებაში ბოლო წლების განმავლობაში ყოველწლიურად იზრდება. მეორე იმიტომ, რომ რეისების შეჩერების შემდგომ მათ სერიოზული გამოწვევები ჰქონდათ მესამე სტრატეგიული რა მიმართულებით მივდივართ განვითარების ამაზე ვისაუბრეთ. დღეს აქ იყო მსხვილი ქსელური ოპერატორები, რომლებსაც შევხვდით და ჩვენ ამ შეხვედრებს გავაგრძელებთ. ორი წლის გასვლის შემდეგ რაც მე ამ ხალხთან მჭიდრო კომუნიკაცია მქონდა, როგორც ეკონომიკის მინისტრს, არის საკითხები, რომლებიც გადაწყვეტილია და საკმაოდ კარგი პროგრესი აქვთ არის საკითხები, რომლებსაც ცოტა სხვანაირი მიდგომა სჭირდება და ამაზე ჩვენ ერთად ვიმუშავებთ. გარწმუნებთ, რომ შედეგები მალე გვექნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.