გიორგი გახარია - „ტელესკოლა“ აძლევს საშუალებას თითოეულ მოსწავლეს, არ ჩაუვარდეს სასწავლო წელი, ამ ნაბიჯების შედეგია, რომ 2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება
გიორგი გახარია - „ტელესკოლა“ აძლევს საშუალებას თითოეულ მოსწავლეს, არ ჩაუვარდეს სასწავლო წელი, ამ ნაბიჯების შედეგია, რომ 2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება

ტელესკოლა“ არის ფორმატი, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ენებზეც მაუწყებლობს და აძლევს საშუალებას თითოეულ მოსწავლეს, არ ჩაუვარდეს სასწავლო წელი. ამ ნაბიჯების შედეგია ის, რომ საქართველოში 2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურ წლად არ გამოცხადდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არიან ადამიანები, რომელთაც არ აქვთ მარტივი წვდომა ინტერნეტთან განათლების სამინისტრომ ეს პრობლემაც მოაგვარა და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად შექმნა ისეთი ფორმატი, როგორიცაა -„ტელესკოლა“, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში გახდა პოპულარული, მან საერთაშორისო აღიარებაც მოიპობა.

ტელესკოლა“ არის ფორმატი, რომელიც ეთნიკური უმცირესობების ენებზეც მაუწყებლობს და საქართველოში თითოეულ მოსწავლეს აძლევს საშუალებას, არ ჩაუვარდეს სასწავლო წელი. ამ ნაბიჯების შედეგია, რომ საქართველოში 2019-2010 წლები აკადემიურ წლად არ გამოცხადდება. ჩვენთან სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ „ტელესკოლის“ საშუალებით ჩატარდა ჩვეულებრივად, ნორმალურ რეჟიმში და მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები კი 15 ივნისს. ეროვნული გამოცდები ჩატარდება ჩვეულ რეჟიმში და მათი თარიღი გამოცხადდება ივნისში,“- აღნიშნა პრემიერმა.