გიორგი გახარია - თამბაქოს მოხმარების რეგულირების ვალდებულება პატრულს დაეკისრა და მოვალეობას ღირსეულად შევასრულებთ
გიორგი გახარია - თამბაქოს მოხმარების რეგულირების ვალდებულება პატრულს დაეკისრა და მოვალეობას ღირსეულად შევასრულებთ

თამბაქოს მოხმარების რეგულირების ვალდებულება და პასუხისმგებლობა საპატრულო პოლიციას დაეკისრა და რა თქმა უნდა, ამ მოვალეობას ღირსეულად შევასრულებთ – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გახარიას თქმით, ჯერჯერობით, არ აქვს მონაცემები დარღვევებთან დაკავშირებით.

„ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ თამბაქოს მოხმარების რეგულირების ვალდებულება და პასუხისმგებლობა საპატრულო პოლიციას დაეკისრა – რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მოვალეობას ღირსეულად შევასრულებთ.

სამოქალაქო საზოგადოებას ამ საქმეში გვერდით დგომა მინდა ვთხოვო, რადგანაც ეს ჩვენი ერთობლივი ამოცანაა. იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეები ამ მიმართულებით დაგვეხმარებიან, სხვა ასევე მნიშვნელოვანი საკითხების პრევენციას უფრო მეტ დროს დავუთმობთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თამბაქოს მოხმარების ახალი რეგულაციები ძალაში დღეს შევიდა.

დატოვე კომენტარი