გიორგი გახარია - სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო, თავად მცხეთა კი, ქართული ისტორიის
გიორგი გახარია - სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო, თავად მცხეთა კი, ქართული ისტორიის

სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო, თავად მცხეთა კი, ქართული ისტორიის, – ამის შესახებ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელიც საზეიმო ლიტურგიას დაესწრო.

გიორგი გახარიამ სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა.

„დღეს სრულიად საქართველო ზეიმობს და აღნიშნავს სვეტიცხოვლობას. სვეტიცხოველი არის ქართული ეკლესიის სიმბოლო და თავად მცხეთა არის ქართული ისტორიის სიმბოლო. თითოეულ ქართველს გილოცავთ ამ დღეს. ჩემთვის დიდი პატივია, დღეს მქონდეს საშუალება, აქედან მოგილოცოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

14 ოქტომბერს მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, იგივე კვართის დღესასწაული ​აღინიშნება. დღესასწაულთან დაკავშირებით 10:00 საათიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა.

დატოვე კომენტარი