გიორგი გახარია - სუამი არის ორგანიზაცია, რომლის ენასაც პროტოკოლი განსაზღვრავს
გიორგი გახარია - სუამი არის ორგანიზაცია, რომლის ენასაც პროტოკოლი განსაზღვრავს

რაც შეეხება რუსულად გამოსვლას, საერთოდ, სუამი არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ენასაც განსაზღვრავს პროტოკოლი, ეს ერთი და მეორეც, ეს იყო მიმღები მხარის თხოვნა და ყველა პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური განცხადება გააკეთა რუსულ ენაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გიორგი გახარიამ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც უკრაინაში გამართული პრესკონფერენციის დროს რუსულ ენაზე საუბარს შეეხებოდა.

„ვფიქრობ, ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი, იმისთვის რომ აქცენტები შინაარსობრივად მნიშვნელოვანი საკითხებიდან, როგორიც არის უკრაინასა და საქართველო სტრატეგიული თანამშრომლობა, ერთობლივი მიზნები, ამ მიზნების მიღწევა, აქცენტები გადაიტანოს რაღაც ფორმებზე, გაურკვეველ ფორმებზე. ღიმილისმომგვრელია ეს ყველაფერი. არაფერი მნიშვნელობა შინაარსობრივად ენას არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მიმღები მხარე, რომელიც რუსეთთან ცხელ კონფლიქტშია დღესაც, სწორედ ასე, რუსულ ენაზე გამოვიდა და მათი თხოვნა იყო ეს. ჩვენი მხრიდან ამ ნაწილში დემარშის მოწყობა არათუ უადგილო იქნებოდა, იქნებოდა კონტრპოდუქტიული და ხელს შეუშლიდა იმ შედეგების მიღწევას, რომელსაც ჩვენ დღეს მივაღწიეთ უკრაინასთან და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გახარიამ.