გიორგი გახარია - სტრუქტურირებული გვაქვს მიდგომა, როგორ უნდა მისცენ ხმა საავადმყოფოებში, საკარანტინო სივრცეებში, ასევე თვითიზოლაციაში მყოფმა მოქალაქეებმა
გიორგი გახარია - სტრუქტურირებული გვაქვს მიდგომა, როგორ უნდა მისცენ ხმა საავადმყოფოებში, საკარანტინო სივრცეებში, ასევე თვითიზოლაციაში მყოფმა მოქალაქეებმა

ჩვენ უკვე სტრუქტურირებული გვაქვს მიდგომა, როგორ უნდა მისცენ ხმა ჩვენმა მოქალაქეებმა, ინფიცირებულმა მოქალაქეებმა საავადმყოფოებში, საკარანტინო სივრცეებში, ისევე, როგორც იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ინფიცირებულები, ან მხოლოდ თვითიზოლაციაში იმყოფებიან შინ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, მისცეს ხმა უსაფრთხო გარემოში.

„ჩვენ უკვე სტრუქტურირებული გვაქვს მიდგომა, როგორ უნდა მისცენ ხმა ჩვენმა მოქალაქეებმა, ინფიცირებულმა მოქალაქეებმა საავადმყოფოებში, საკარანტინო სივრცეებში, ისევე, როგორც იმ მოქალაქეებმა, რომლებიც ინფიცირებულები, ან მხოლოდ თვითიზოლაციაში იმყოფებიან შინ. ეს სისტემა დალაგებულია და უკვე შეთანხმებულია ცესკო-სთან. ამ სისტემაზე იმუშავა ერთად შტაბმაც და ცესკო-მაც, და ჩვენს ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, მისცეს ხმა უსაფრთხო გარემოში. უსაფრთხოებას როდესაც ვამბობ, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ ვირუსს“, – აღნიშნა პრემიერმა.