გიორგი გახარია - სტიქიით დაზარალებული სოფლების მომარაგებაში პრობლემა არ შეიქმნება, პასუხს აგებენ გუბერნიაც და ადგილობრივი ხელისუფლებაც
გიორგი გახარია - სტიქიით დაზარალებული სოფლების მომარაგებაში პრობლემა არ შეიქმნება, პასუხს აგებენ გუბერნიაც და ადგილობრივი ხელისუფლებაც

მოხდება სოფლების მომარაგება და არანაირი პრობლემა არ იქნება, ამაზე თავით აგებს პასუხს გუბერნიაც და ადგილობრივი ხელისუფლებაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ონში განაცხადა, სადაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო.

მთავრობის მეთაურის თქმით, მოხდება სოფლების მომარაგება საკვებით და სხვა საჭირო ნივთებით. ასევე, როგორც პრემიერმა აღნიშნა, სურვილის შემთხვევაში, სოფლიდან მოსახლეობის ვერტფრენიც გამოყვანა მოხდება.

„სოფლებთან დაიწყება ვერტმფრენებით კავშირი. ადამიანებს, რომლებსაც სოფლებიდან გამოყვანის სურვილი ექნებათ, გამოვიყვანთ. ორგანიზებულად მოხდება ამ სოფლების მომარაგება ყველა საჭირო პროდუქტით. ოთხი ხიდია, რომელიც სრულად არის აღსადგენი. პირველადი შეფასებით, მხოლოდ მაგისტრალური გზების აღდგენის სამუშაოები დამატებით დაახლოებით, 30 მილიონ ლარს საჭიროებს. საერთო ჯამში, სტიქიის შედეგების აღმოფხვრას შესაძლებელია დასჭირდეს 50 მილიონ ლარამდე. ღები, პატარა ღები, გლოლა და შოვი – ეს ის სოფლებია, სადაც, სამწუხაროდ, დაახლოებით ერთი თვე მოგვიწევს მუშაობა. თუმცა, გვპირდებიან, რომ კარგი ამინდის პირობებში, ელექტროენერგიას აღვადგენთ ერთ კვირაში, ათ დღეში. მოხდება სოფლების მომარაგება და არანაირი პრობლემა არ იქნება, ამაზე თავით აგებს პასუხს გუბერნიაც და ადგილობრივი ხელისუფლებაც“, – განაცხადა გახარიამ.

დატოვე კომენტარი