გიორგი გახარია - სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სამი წლის განმავლობაში უნდა მოგვარდეს მიწის რეგისტრაციის პრობლემა, ეს ეკონომიკას მისცემს შესაძლებლობას, სრულად აამოქმედოს რესურსი, რომელიც აქვს
გიორგი გახარია - სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში სამი წლის განმავლობაში უნდა მოგვარდეს მიწის რეგისტრაციის პრობლემა, ეს ეკონომიკას მისცემს შესაძლებლობას, სრულად აამოქმედოს რესურსი, რომელიც აქვს

აღსანიშნავია მიწის რეფორმა, რომელიც წლების განმავლობაში ქვეყნისთვის სისტემური პრობლემაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გარდა იმისა, რომ სპორადული რეგისტრაციის მექანიზმებით 2019 წელს დაკმაყოფილდა 800 ათასზე მეტი სარეგისტრაციო განცხადება, რაც ნიშნავს იმას, რომ რეფორმის ფარგლებში მოქალაქეაებისთვის გამარტივებული წესით რეგისტრირებული ნაკვეთების ფართობი ჯამში 1 მლნ. ჰექტარზე მეტს შეადგენს.

„მიუხედავად ამისა, ეს პრობლემა მაინც რჩება, ამიტომ ეს პროგრამა გაგრძელდა. გარდა ამისა, იუსტიციის სამინისტროს საშუალებით, მას დაემატა ახალი პროგრამა – მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომლის ფარგლებში 3 წლის განმავლობაში ქვეყანაში სრულად უნდა მოაგვაროს ქვეყანაში მიწის რეგისტრაციის პრობლემა. ეს იქნება უკიდურესად მნიშვნელოვანი სტრუქტურული პრობლემის მოგვარება, რომელიც ქართულ ეკონომიკას საშუალებას მისცემს, სრულად აამოქმედოს მიწის ის რესურსი, რომელიც გააჩნია“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.