გიორგი გახარია სიმონ მორდუს და მაგდალენა გრონოს შეხვდა
გიორგი გახარია სიმონ მორდუს და მაგდალენა გრონოს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ევროკავშირის საბჭოს გენერალური სამდივნოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მრჩეველ სიმონ მორდუს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კაბინეტის საგარეო პოლიტიკის მრჩეველ მაგდალენა გრონოს შეხვდა.

პარტია „საქართველოსთვის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს შარლ მიშელის შეთანხმება, შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები და გამოწვევები. საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირს შორის სამომავლო თანამშრომლობის პრაქტიკულ დონეზე გაღრმავების უკვე არსებულ და ახლად შესაქმნელ მექანიზმებს.

მათივე ინფორმაციით, სიმონ მორდუს და მაგდალენა გრონოს გიორგი გახარიამ საკუთარი პოლიტიკური გეგმები გააცნო და მის მიერ ახლად შექმნილი პარტიის შესახებ ესაუბრა. ასევე, შეხვედრაზე საქართველოში არსებული პოლიტიკურ პროცესები და მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილეს.