გიორგი გახარია - შემაკავებელი ორდერი შსს-ს ხელში უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, რათა ოჯახური ძალადობის პრევენცია მოვახდინოთ
გიორგი გახარია - შემაკავებელი ორდერი შსს-ს ხელში უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, რათა ოჯახური ძალადობის პრევენცია მოვახდინოთ

შემაკავებელი ორდერი დღეის მდგომარეობით არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი შსს-ს ხელში, რათა ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახური ძალადობის პრევენცია მოვახდინოთ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, სამი თვის განმავლობაში 1400-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი იყო გაცემული და ოჯახური ძალადობის კონტექტსში სამი თვის განმავლობაში 800-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

„რაც შეეხე ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე დაკავებულისთვის თავის დროზე შემეკავებელი ორდენის გაცემას, ინფორმაცია, რაც პოლიციელებმა იმ კონკრეტულ მომენტში მიიღეს, იძლეოდა მხოლოდ შემაკავებელი ორდენის გამოცემის საშუალებას და ეს არის ფაქტი. რაც შეეხება შსს-ს პასუხისმგებლობას, ჩვენ არასოდეს და არც ერთი სიტყვით არ მოგვიხდენია ამ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის პერსონალიზირება“, – აღნიშნა მინისტრმა.