შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის აღდგენისთვის 1,5 მილიონი ლარი გამოიყოფა
შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის აღდგენისთვის 1,5 მილიონი ლარი გამოიყოფა

მთის ფონდიდან გამოიყოფა 1,5 მილიონი ლარი, რათა უახლოეს პერიოდში,  შატილში ბავშვებს აღვუდგინოთ სკოლა-პანსიონი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს აღნიშნული საკითხი მთავრობის სხდომაზე გამოაქვს.

„მოგეხსენებათ, რომ შატილში სკოლა-პანსიონი დაიწვა 2019 წლის ოქტომბერში. ჩვენ მაშინ გავეცით დაპირება, რომ უახლოეს პერიოდში აღვადგენთ ამ სკოლა-პანსიონს. კლიმატური პირობები გვაძლევს შესაძლებლობას, უახლოეს პერიოდში დავიწყოთ კონკრეტული სამუშაოები. რა თქმა უნდა, ეს დაპირება შესრულდება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.