გიორგი გახარია - შატილში, დამწვარი სკოლა-პანსიონის ნაცვლად, ახალი სკოლა აშენდება
გიორგი გახარია - შატილში, დამწვარი სკოლა-პანსიონის ნაცვლად, ახალი სკოლა აშენდება

შატილში, დამწვარი სკოლა-პანსიონის სანაცვლოდ, ახალი სკოლა აშენდება, – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას ავრცელებს.

„შატილში, დამწვარი სკოლა-პანსიონის ნაცვლად, ახალი სკოლა აშენდება. პროექტს მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს. სამშენებლო სამუშაოები, კლიმატური პირობების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაიწყება, რის შემდეგაც შატილს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა ექნება. სკოლის აშენებამდე, მოსწავლეების სასწავლო პროცესი არ შეფერხდება, ისინი სწავლას დროებით ალტერნატიულ შენობაში განაგრძობენ“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.​

დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილში სკოლა-პანსიონი დღეს დაიწვა.

დატოვე კომენტარი