გიორგი გახარია - სესხის საპროცენტო განაკვეთის 80 პროცენტის სუბსიდირება, რესტორნებთან ერთად, ასევე შეეხებათ სპორტის ინდუსტრიას, სპორტის ობიექტებსა და კერძო საბავშვო ბაღებს
გიორგი გახარია - სესხის საპროცენტო განაკვეთის 80 პროცენტის სუბსიდირება, რესტორნებთან ერთად, ასევე შეეხებათ სპორტის ინდუსტრიას, სპორტის ობიექტებსა და კერძო საბავშვო ბაღებს

სესხის საპროცენტო განაკვეთის 80 პროცენტის სუბსიდირება რესტორნებთან ერთად, ასევე შეეხება სპორტის ინდუსტრიას, სპორტის ობიექტებსა და კერძო საბავშვო ბაღებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ ორგანიზაციებისთვის და ბიზნესისთვის დაწესებულ მხარდაჭერას, დეკემბერში დამატებით ღონისძიებად მივიღეთ რესტორნებისთვის საბანკო სესხის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც დაიწყო დეკემბრიდან, ამ პროგრამამ აჩვენა საკმაოდ დიდი მოთხოვნა ასეთ შეღავათზე. მოგეხსენებათ, რომ ეს იყო ექვსი თვის განმავლობაში საბანკო სესხის პროცენტის 80 პროცენტის სუბსიდირება. დაახლოებით 2000 მომართვა იყო, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 2000-მა რესტორანმა მოგვმართა ასეთი შეღავათის გამოყენების თხოვნით, თუმცა გარკვეული ტექნიკური მიზეზების გამო, მოთხოვნები მხოლოდ 420-მა დააკმაყოფილა. დღეს  მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ ტექნიკური მოთხოვნების შესამსუბუქებლად, რათა ამ 2 000-მა რესტორანმა, რომელმაც მოგვმართა, შესძლოს და ისარგებლოს სახელმწიფოს მხარდაჭერის ამ ღონისძიებით. გარდა ამისა, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეს ღონისძიება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ სესხის საპროცენტო განაკვეთის 80 პროცენტის სუბსიდირება არ შეეხება მხოლოდ რესტორნებს, გარდა რესტორნებისა, ის შეეხება სპორტის ინდუსტრიის, სპორტის ობიექტებს და ასევე კერძო საბავშვო ბაღებს, რამეთუ მათი მხრიდანაც იყო საკმაოდ სერიოზული მოთხოვნა. ეს ის ორგანიზაციებია და ეს ის ბიზნესებია, რომლებიც ასევე პანდემიის შედეგად დაზარალდნენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი