გიორგი გახარია - საზოგადოებრივ მაუწყებელს ეყოლება სპეციალურად აღჭურვილი რამდენიმე ჯგუფი, რომელიც იმოძრავებს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ფარგლებში
გიორგი გახარია - საზოგადოებრივ მაუწყებელს ეყოლება სპეციალურად აღჭურვილი რამდენიმე ჯგუფი, რომელიც იმოძრავებს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ფარგლებში

მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში ყველა ადგილობრივი მედია და პრესა გააგრძელებს ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას, ყველა სხვა მედიასაშუალება კი, ინფორმაციას და მედიარესურსს მიიღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში კარანტინის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ეყოლება სპეციალურად აღჭურვილი რამდენიმე ჯგუფი, რომელიც აღნიშნული მუნიციპალიტეტების ფარგლებში იმოძრავებს.

„რაც შეეხება მედიასა და პრესას, ყველა ადგილობრივი მედია და პრესა გააგრძელებს ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებას. ხაზგასმით ვამბობ – ადგილობრივი. ყველა სხვა მედიასაშუალება ინფორმაციას და მედიარესურსს მიიღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით და საზოგადოებრივ მაუწყებელს ეყოლება სპეციალურად აღჭურვილი რამდენიმე ჯგუფი, რომელიც იფუნქციონირებს და იმოძრავებს ამ მუნიციპალიტეტების ფარგლებში“, – განაცხადა პრემიერმა.

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.