გიორგი გახარია - საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ამ ეტაპისთვის ვერ ვხედავ, მაგრამ ამის აუცილებლობა შეიძლება, დადგეს ხვალ
გიორგი გახარია - საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ამ ეტაპისთვის ვერ ვხედავ, მაგრამ ამის აუცილებლობა შეიძლება, დადგეს ხვალ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას ამ ეტაპისთვის ვერ ხედავს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, რამდენიმე სახელმწიფომ საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოაცხადა, მაგრამ ქვეყნებმა, რომლებმაც ეს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს, ამასთან ერთად გამოაცხადეს, რა ღონისძიებების გატარებას ნიშნავს ეს მდგომარეობა.

„თუ დავაკვირდებით იმ ღონისძიებებს, რომლებიც ჩვენ გავატარეთ, დავინახავთ, რომ საგანგებო მდგომარეობა არ გამოგივცხადებია, მაგრამ რამოდენიმე კვირაა ეს ღონისძიებები უკვე დაწყებული გვაქვს . ჩვენ ვამბობთ, რომ მივყვებით კონკრეტულ გამოწვევას და ყოველდღიურად ახალი გამოწვევების პირობებში ღონისძიებებს ვამკაცრებთ და მათი გამკაცრება კიდევ მოგვიწევს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას დღეს ვერ ვხედავ, მაგრამ შეიძლება, ამის აუცილებლობა დადგეს ხვალ. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ქვეყნებში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ღონისძიებები ჩვენ დიდი ხანია გამოცხადებული გვაქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.