გიორგი გახარია - პატრიარქი არის სახელმწიფოებრიობის სიმბოლო, არავის მივცემთ უფლებას, დესტრუქციული ქმედებებით რისკის ქვეშ დააყენონ ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე
გიორგი გახარია - პატრიარქი არის სახელმწიფოებრიობის სიმბოლო, არავის მივცემთ უფლებას, დესტრუქციული ქმედებებით რისკის ქვეშ დააყენონ ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე

საქართველოს პატრიარქი არის სიმბოლო ეკლესიისა და სიმბოლო სახელმწიფოებრიობის, არავის მივცემთ უფლებას, ვერც სახელმწიფოში და ვერც ეკლესიაში, მსგავსი დესტრუქციული ქმედებებით რისკის ქვეშ დააყენონ ჩვენი და ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელიც გუშინ განვითარებულ მოვლენებს დღეს მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, რაც გუშინ იხილა საზოგადოებამ, არის მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფოზე და ეკლესიაზე.

პრემიერის თქმით, გარკვეული ჯგუფები, რომელთაც არ სურთ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, ცდილობენ,  სხვადასხვა სახის პროვოკაციებით ზიანი მიაყენონ ქვეყნის მომავალს.

„რა თქმა უნდა, გარკვეული ჯგუფები, რომელთაც არ სურთ ქვეყნის წყნარი, მშვიდობიანი განვითარება, ცდილობენ, სხვადასხვა სახის პროვოკაციებით ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. ასეთი მცდელობა ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვნახეთ, როდესაც რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ სახელმწიფოსა და მთავრობას. დღეს, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, დესტრუქციული ქმედებებით შეიტანონ გაურკვევლობა ეკლესიაში. რა თქმა უნდა, ეს არის დაუშვებელი და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველოს პატრიარქი არის სიმბოლო ეკლესიისა და სიმბოლო სახელმწიფოებრიობის და არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ვერც სახელმწიფოში და ვერც ეკლესიაში მსგავსი დესტრუქციული ქმედებებით რისკის ქვეშ დააყენონ ჩვენი და ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.