გიორგი გახარია – საქართველოს ოკუპაცია ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება
საქართველოს ოკუპაცია ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია „ტვიტერზე“ წერს.
პრემიერი გუშინ შიდა ქართლში, კერძოდ, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებში იმყოფებოდა.
„მე მოვინახულე ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ცხოვრობენ. ჩვენი მიზანია, თანაბარი შესაძლებლობები შევქმნათ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის და შემართებულები ვართ იმისთვის, რომ ეს გავაკეთოთ“,- წერს გიორგი გახარია.
#Georgia‘s occupation remains one of the biggest challenges for our country. I visited our citizens living in the vicinity of the occupation line. Our goal is to create equal opportunities for every single 🇬🇪 citizen & we are determined to do so. pic.twitter.com/xW21Ic4h5j
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) June 11, 2020