გიორგი გახარია - საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანამ ჩაატაროს წარმატებული, სრულად ღია, დემოკრატიული არჩევნები
გიორგი გახარია - საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანამ ჩაატაროს წარმატებული, სრულად ღია, დემოკრატიული არჩევნები

ჩვენი ყველას მიზანი არის ეფექტური, წარმატებული, მშვიდი და დემოკრატიული არჩევნები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო პროცესი უნდა გაგრძელდეს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად.

„ყველაფერთან ერთად, ყველას კარგად გვესმის, ჩვენი მიზანი გახლავთ, გაგრძელდეს საკონსტიტუციო პროცესი. ჩვენი ყველას მიზანი არის ეფექტური, წარმატებული, მშვიდი და დემოკრატიული არჩევნები და ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა, საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქვეყანამ ჩაატაროს წარმატებული, სრულად ღია, დემოკრატიული არჩევნები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.