გიორგი გახარია - საქართველოს მოქალაქემ კარგად შეიგრძნო თავისუფლების, სამართლიანობის, მედიაპლურალიზმის ფასი, ახლა მიხვდება, საარჩევნო სისტემა როგორ შეცვლის პოზიტიურისკენ ქართულ პოლიტიკურ კულტურას
გიორგი გახარია - საქართველოს მოქალაქემ კარგად შეიგრძნო თავისუფლების, სამართლიანობის, მედიაპლურალიზმის ფასი, ახლა მიხვდება, საარჩევნო სისტემა როგორ შეცვლის პოზიტიურისკენ ქართულ პოლიტიკურ კულტურას

რაც უფრო მეტი შეფასებები იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, საქართველოს დემოკრატიზაციის კონსოლიდირების პროცესის, ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვართ ამის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში, გამოხატვის თავისუფლებიდან, მედიაპლურალიზმიდან, ინსტიტუტების განვითარებიდან დაწყებული, საარჩევნო სისტემით დამთავრებული, დემოკრატიზაციას არაფერი და ვერაფერი ვერ დაემუქრება.

„საქართველოში, გამოხატვის თავისუფლებიდან, მედიპლურალიზმიდან, ინსტიტუტების განვითარებიდან დაწყებული, საარჩევნო სისტემით დამთავრებული, დემოკრატიზაციას არაფერი და ვერაფერი ვერ დაემუქრება. ქართველმა მოქალაქემ თავისუფლების, სამართლიანობის ფასი ძალიან კარგად შეიგრძნო, მედიათავისუფლებისა და პლურალიზმის ფასსაც ძალიან კარგად გრძნობს და ახლა მიხვდება, პროპორციულთან უფრო ახლოს მყოფი საარჩევნო სისტემა როგორ შეცვლის პოზიტიურისკენ ქართულ პოლიტიკურ კულტურას და ამას უკან ვერავინ ვეღარ დააბრუნებს. რაც უფრო მეტი შეფასებები იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, საქართველოს დემოკრატიზაციის კონსოლიდირების პროცესის, ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვართ ამის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.