გიორგი გახარია - საქართველოს აკონტროლებენ პარლამენტი, მთავრობა, შესაბამისი ინსტიტუტები, ეს არის სიმართლე, რომელიც არის დაფასებული საერთაშორისო პარტნიორების მიერ 
გიორგი გახარია - საქართველოს აკონტროლებენ პარლამენტი, მთავრობა, შესაბამისი ინსტიტუტები, ეს არის სიმართლე, რომელიც არის დაფასებული საერთაშორისო პარტნიორების მიერ 

საქართველოს აკონტროლებენ საქართველოს პარლამენტი, მთავრობა და შესაბამისი ინსტიტუტები, ეს არის სიმართლე, რომელიც არის შეფასებული, დაფასებული საერთაშორისო პარტნიორების მიერ, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კონგრესმენ მალინის განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვას.

საუბარია კონგრესმენ მარკუეინ მალინის სტატიაზე სახელწოდებით, „აშშ უნდა დაუდგეს გვერდით საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“. კონგრესმენი წერს, რომ „საქართველოს მთავრობა არ ზღუდავს ივანიშვილის მხრიდან ძალაუფლების აბსოლუტურ კონსოლიდაციის. პუტინის მოკავშირე აქტიურად მუშაობს ამერიკული ბიზნესის გასაძევებლად, რომელიც ქვეყანაში კანონიერად მოქმედებს“. მარკუეინ მალინი ამის მაგალითად კომპანია „ფრონტერას“ მიიჩნევს.

„საქართველოს აკონტროლებენ საქართველოს პარლამენტი, მთავრობა და შესაბამისი ინსტიტუტები. ეს არის სიმართლე, რომელიც არის შეფასებული, დაფასებული საერთაშორისო პარტნიორების მიერ, რომლებიც ერთხმად აღნიშნავენ დღესაც, გუშინაც ამ ბოლო პერიოდშიც ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში წინ გადადგმულ ნაბიჯებს. მინდა, ჩვენს პარლამენტარებს, თანამოქალაქეებს მივულოცო როგორც საკონტიტუციო ცვლილებები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ასევე ის რეკომენდაციები, რომლებიც ახლა პროცესშია და დარწმუნებული ვარ, იქნება მიღებული“,  – განაცხადა გიორგი გახარიამ.