გიორგი გახარია საპატრიარქოში იმყოფება
გიორგი გახარია საპატრიარქოში იმყოფება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს საპატრიარქოში იმყოფება. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, საპატრიარქოში შეხვედრა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ თემატიკას შეეხება.

საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრის სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

ამასთან, დღეს საპატრიარქოში იმყოფებოდნენ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და დაავადებათა კონოტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

დატოვე კომენტარი