გიორგი გახარია - სამწუხაროდ, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა პოპულისტური იყო
გიორგი გახარია - სამწუხაროდ, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა პოპულისტური იყო

შს მინისტრი გიორგი გახარია პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში პოპულისტურს უწოდებს. მისი თქმით, ამ გამოსვლით იმედგაცრუებულია.

„სამწუხაროდ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ. ველოდი უფრო შინაარსობრივ და ობიექტურ საუბარს არსებულ პრობლემებზე, რადგან ამ პრობლემებს ჩვენც ვხედავთ.

დისკუსიის არსი უნდა ყოფილიყო ამ პრობლემების მოგვარების გზების ძებნა.

სამწუხაროდ, ეს იყო პოპულისტური გამოსვლა. განსაკუთრებით სამწუხაროა, რადგან ეს იყო მეხუთე, ბოლო გამოსვლა.

მათ შორის, ჩემი მიმართულებითაც ველოდი უფრო შინაარსობრივ გამოსვლას. მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ობიექტური საუბარი ჩვენთვის იქნებოდა მისასალმებელი“, – განაცხადა შს მინისტრმა.