გიორგი გახარია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფება
გიორგი გახარია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფება

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში იმყოფება.

გიორგი გახარიამ ზუგდიდში, პარტიის რეგიონულ ორგანიზაციაში სამუშაო შეხვედრა პარტიის წევრებთან გამართა.

შეხვედრაზე ზუგდიდის, მარტვილის, ხობის, ფოთისა და წალენჯიხის პარტიული ორგანიზაციის წევრებთან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მზადების პროცესი და მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.