გიორგი გახარია - საკარანტინო სივრცეებში მდგომარეობას ვაკონტროლებთ დეტალურად, შეიძლება იქ რაღაც გამონაკლისები იყოს, მაგრამ რეაგირება არის მომენტალური და სწრაფი
გიორგი გახარია - საკარანტინო სივრცეებში მდგომარეობას ვაკონტროლებთ დეტალურად, შეიძლება იქ რაღაც გამონაკლისები იყოს, მაგრამ რეაგირება არის მომენტალური და სწრაფი

ჩვენ საკარანტინო სივრცეებში მდგომარეობას ვაკონტროლებთ დეტალურად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საკარანტინო სივრცეებში არსებულ მდგომარეობას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, რაღაც გამონაკლისები იყოს, თუმცა რეაგირება არის მომენტალური და სწრაფი.

„შეიძლება, იქ რაღაც გამონაკლისები იყოს, მაგრამ რეაგირება არის მომენტალური და სწრაფი, ამიტომ რაღაც დიდი გადახრები ვერ იქნება“, – განაცხადა პრემიერმა.