გიორგი გახარია - საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციამ აირჩია სახალხო მართლმსაჯულების პრინციპი და ჩათვალა, რომ ეს იქნებოდა ყველაზე მოსაწონი
გიორგი გახარია - საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციამ აირჩია სახალხო მართლმსაჯულების პრინციპი და ჩათვალა, რომ ეს იქნებოდა ყველაზე მოსაწონი

ჩვენ მაქისმალურად დეტალურად ვსწავლობთ და ვაგრძელებთ იმ კომპონენტის გამოყოფას, რომელსაც ჰქვია კალანდიას ფუნქცია და ეს გამოძიება გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„რაც შეეხება კალანდიას ნაწილს, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე შემიძლია ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ ყველაზე მარტივი შედეგი ჩვენთვის იქნებოდა, თქვენსავით გვეთქვა, რომ არსებობს ყველანაირი საფუძველი მ.კ-ზე დევნის დაწყების, მაშინ, როდესაც შესაბამისი სტანდარტი არ არსებობს. თქვენ აირჩიეთ სახალხო მართლმსაჯულების პრინციპი და ჩათვალეთ, რომ ეს იქნებოდა ყველაზე მოსაწონი და პოლიტიკურად ხმამაღალი განცხადება, რაც გააკეთეთ, ეს თქვენი ნება იყო”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, ოპოზიციამ მოახდინა იმ ინსტიტუტს დისკრედიტაცია, რომელსაც ჰქვია საპარლამენტო საგამოძიებო კომისია.

„ჩვენ მაქისმალურად დეტალურად ვსწავლობთ და ვაგრძელებთ იმ კომპონენტის გამოყოფას, რომელსაც ჰქვია კალანდიას ფუნქცია და ეს გამოძიება გრძელდება. ერთი რამე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ საქმის ფარგლებში მას შემდეგ, რაც გამოიყო ცალკე საქმე, რამოდენიმე ადამიანია დაკავებული და აქ ჩვენ გარკვეულ პერსპექტივებს ვხედავთ. ამაზე მეტი საუბარი აქ არც საჭიროა და უბრალოდ უპასუხისმგებლო იქნება. პოლიტიკური სპეკულირებას მე ადამიანების ბრალეულობით, მათ დაკავებით და მით უმეტეს იმ ტრაგიკული შედეგებით, რაც იყო, არ ვაპირებ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.