გიორგი გახარია - საერთოდ, ესეთი გაგება, როგორიც არის ქურდული მენტალიტეტი, ჩვენს ქვეყანაში უნდა დასრულდეს
გიორგი გახარია - საერთოდ, ესეთი გაგება, როგორიც არის ქურდული მენტალიტეტი, ჩვენს ქვეყანაში უნდა დასრულდეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო უახლოეს პერიოდში პარლამენტში შევა ინიციატივით, რომ მოხდეს ქუჩური გარჩევების კრიმინალიზება, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„უახლოეს პერიოდში, შსს შევა ინიციატივით პარლამენტში, სადაც მოხდება ამ ინიციატივის ფარგლებში ქუჩური გარჩევის კრიმინალიზება. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ჩვენ არ ვსაუბრობთ ქურდულ მენტალიტეტზე, ქუჩური გარჩევის კრიმინალიზებაც მოხდება. ეს ის ინსტრუმენტია, რომლითაც ჩვენ უნდა აღვიჭურვოთ იმისთვის, რომ ეფექტურად ვებრძოლოთ კრიმინალურ მენტალიტეტს და ქურდულ სამყაროსაც.

საერთოდ, ესეთი გაგება, როგორიც არის ქურდული მენტალიტეტი, ჩვენს ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ეს არის ის მიზანი, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.