გიორგი გახარია - საერთაშორისო პარტნიორები არიან არა „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ პირველ რიგში საქართველოს მეგობრები
გიორგი გახარია - საერთაშორისო პარტნიორები არიან არა „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ პირველ რიგში საქართველოს მეგობრები

საერთაშორისო პარტნიორები არიან არა „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ პირველ რიგში საქართველოს მეგობრები, – ასე უპასუხა პარლამენტში გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ნაცმოძრაობის“ დეპუტატის, სალომე სამადაშვილის შეკითხვას, რომელმაც პრემიერს აშშ-ის ელჩის განცხადება შეახსენა.

„უფლება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თარგმნის, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ასეთი ექსკლუზიური უფლება, თქვენ არ გაქვთ. ჩვენ, მეც, პირადად, მათ შორის, უფრო მჭიდრო ურთიერთობა მაქვს მათთან, ასე გვარებს რომ ჩამოთვლით ხოლმე. თუ ობიექტურად შევაფასებთ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, რომ ეს ადამიანები პირველ რიგში არიან საქართველოს მეგობრები და არა „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობრები. საქართველოს მეგობრები არიან ეს ადამიანები და შესაბამისად, სწორედ ეს ადამიანები აქამდე ობიექტურად აფასებდნენ და მომავალშიც ობიექტურად შეაფასებენ კონკრეტულად 8 მარტის შეთანხმებას. აგერ იქნება, სულ მალე, მოვა საკონსტიტუციო ცვლილებების დროც, იქაც ვნახავთ, აშკარად გამოჩნდება, დარწმუნებული ვარ, ვინ როგორ პოზიციას დაიჭერს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.