გიორგი გახარია - სადაც არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, შსს იწყებს გამოძიებას და მიიყვანს ლოგიკურ დასასრულამდე
გიორგი გახარია - სადაც არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, შსს იწყებს გამოძიებას და მიიყვანს ლოგიკურ დასასრულამდე

სადაც არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, შსს იწყებს გამოძიებას და მიიყვანს ლოგიკურ დასასრულამდე, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყველა იმ შემთხვევაში, სადაც არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები ჩადიან დანაშაულს, შინაგან საქმეთა სამინისტრო იწყებს გამოძიებას და მიიყვანს მას ლოგიკურ დასასრულამდე. ასე იყო პირველ ტურში, ასე იქნება დღესაც.

როგორც ვიცი, ამ მომენტისთვის უკვე აღძრულია სისხლის სამართლის ექვსი საქმე, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება, მათ შორის, აბაშის ეპიზოდზე“, – განაცხადა შს მინისტრმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აბაშაში, მე-10 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის ფარულობის შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.