გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე მივიდა
გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე მივიდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია რუსთაველის გამზირზე მივიდა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

გიორგი გახარია სავარაუდოდ „თეთრი ხმაურის“ აქციის ორგანიზატორებს შეხვდება.

ცოტა ხნის წინ გიორგი გახარიამ მზადყოფნა გამოთქვა, აქციის ორგანიზატორებთან მისულიყო და პარასკევს ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ არსებულ კითხვებზე პასუხი გაეცა.