გიორგი გახარია - როგორც კი პროცედურები დასრულდება, მაკო გომური დაზარალებულად იქნება ცნობილი
გიორგი გახარია - როგორც კი პროცედურები დასრულდება, მაკო გომური დაზარალებულად იქნება ცნობილი

დაზარალებულად ცნობას აქვს თავისი პროცედურები და როგორც ვიცი, მაკო გომურთან მიმართებაში ეს პროცედურები მიმდინარეობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს აღნიშნული საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, როგორც კი ეს პროცედურები დასრულდება, ის იქნება დაზარალებულად ცნობილი.

კითხვაზე, გეგმავდა თუ არა შეხვედრას მაკო გომურთან და მიიღო თუ არა გომურისგან უარი, პრემიერმა აღნიშნა, რომ ასეთი თხოვნით მას გომურისთვის არ მიუმართავს. „ასეთი თხოვნით არ მიმიმართავს, თუმცა შეიძლება მივმართო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი